„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, გუნდთან ერთად დუბაის საწვრთნელ შეკრებაზე არ გაემგზავრა. „იუნაიტედი“ არაბეთში „ტოტენჰემთან“ 22-ე ტურის შეხვედრისთვის მოემზადება - გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.
ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონმა, ტრავმა „ნიუკასლთან“ 21-ე ტურის მატჩში (2:0) მიიღო 2 იანვარს და გამოჯანმრთელება ჯერ ვერ მოასწრო. ვარაუდობენ, რომ პოგბა თანაგუნდელებს დუბაიში მოგვიანებით შეუერთდება.