ჩოგბურთი

14:47 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ითამაშებს

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მონაწილეობას მიიღებს 2019 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირში, რომელიც ავსტრალიაში გახლავთ დაგეგმილი.

გორგოძე უკვე მელბურნში იმყოფება და მომავალი ბატალიებისთვის ადგილზე ემზადება. ცნობისთვის, “აუსტრალიან ოუფენზე” საკვალიფიკაციო მატჩები 8 იანვრიდან აიღებს სტარტს, მთავარი ტურნირი კი 14-27 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.


შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია ეკატერინეს წარმატებული პერიოდი უდგას და გასული წლის დეკემბერში, მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო 152-ე ადგილს უწია, ამჟამად კი, 163-ე ჩოგანია, რაც ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში თამაშის უფლებას იძლევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115539