ფეხბურთი

15:14 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი "მონაკოსთან" მოლაპარაკებას დაიწყებს

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი მონაკოში გაფრინდება, სადაც ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა.

ასოციაციის თასის 1/32-ფინალში "ნოტინგემთან" მოგებულ შეხვედრაში ფაბრეგასმა მოედანი თვალცრემლიანმა გულშემატკივრების აპლოდისმენტების თანხმლებით დატოვა. ინგლისური მედია ირწმუნება, რომ 33 წლის ესპანელის კარიერა "ჩელსიში" დასრულდა.

ფაბრეგასმა "ჩელსიში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 198 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 57 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113697