ჩოგბურთი

11:45 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დოჰას ტურნირი ბაუტისტა აგუტმა მოიგო

რობერტო ბაუტისტა აგუტმა დოჰაში გამართული საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ტომაშ ბერდიხი 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მეცხრე ტიტული მოიპოვა. რობერტო რაფაელ ნადალის (2014) და დავიდ ფერერის (2015) შემდეგ გახდა მესამე ესპანელი, რომელმაც ყატარის დედაქალაქში გამართული ტურნირი მოიგო.

ATP-ის ტურნირებზე ბაუტისტა აგუტმა 250-ე მატჩი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ესპანელმა ასევე 219,755 დოლარი მიიღო. აღნიშნული გამარჯვებით ესპანელი რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდება და 23-ე პოზიციაზე იქნება, ხოლო ბერდიხმა 150 ქულა მიიღო და განახლებულ რეიტინგში 71-დან 57 ადგილამდე დაწინაურდება.

0.154424