ინგლისის ასოციაციის თასზე ლონდონის „არსენალი“ „ბლექპულს“ ესტუმრა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა გულშემატკივარმა პროტესტს უცნაური ფორმით მიმართა.
„ბლექპულის“ ქომაგი „არსენალის“ ავტობუსზე ავიდა და ასე გააპროტესტა გუნდის ხელმძღვანელთა მუშაობა. საინტერესოა, რომ BBC-ის ცნობით, „მეთოფეებს“ თამაშზე სხვა ავტობუსით მოუწიათ წასვლა.
რაც შეეხება შეხვედრას, „არსენალმა“ 3:0 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური ადვილად მოიპოვა.