“ჩელსიმ,“ თავის „სტემფორდ ბრიჯზე,“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში, „ნოტინგემ ფირესტი“ 2:0 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ორივე გოლი ლონდონელთა ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ გაიტანა, ორივე კალუმ ჰადსონ-ოდოის პასით.
პირველ ტაიმში, კიდევ ერთმა ესპანელმა, სესკ ფაბრეგასმა, რომლისთვისაც, ჩანს, ეს ბოლო მატჩი იყო „ჩელსის“ მაისურით, პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ კი მინდორი თვალცრემლიანმა დატოვა. სავარაუდოდ, ის კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.