ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს მარიო მანჯუკიჩს "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, მანჯუკიჩი მზადაა კლუბში 2022 წლის ივლისამდე დარჩეს და კარიერა დაასრულოს.
მარიო "იუვენტუსის" გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. "ბიანკონერმა" თავდამსხმელი 2015 წელს დაიმატა. მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩმა 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.