ფეხბურთი

19:39 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად როისი დაასახელეს

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი გულშემატკივრებმა გერმანიის ეროვნული ნაკრების 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

როისმა გამოკითხვაში ხმების 33.9% დააგროვა, მეორე ადგილზე კი იოზუა კიმიხი გავიდა (31%). მესამე პოზიცია "მანჩესტერ სიტის" ნახვერამცველმა ლეროი სანემ დაიკავა (10.3%).

2018 წელს როისმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.124962