ჩოგბურთი

15:44 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი “აუსტრალიან ოუფენზე” მე-19 განთესვით ითამაშებს

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც მიმდინარე კვირას დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და იქ მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხა, მომდევნო შეხვედრას უკვე ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩაატარებს.

გადაწყვეტილია, რომ მომავალ კვირაში ბასილაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს სიდნეისა და ოქლენდში დაგეგმილ ტურნირებში და ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ, პირდაპირ მელბურნში დაგეგმილი წლის დიდი სლემის პირველი შეჯიბრისთვის მზადებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ “აუსტრალიან ოუფენი” 14-27 იანვარს გახლავთ დაგეგმილი, მისი საპრიზო ფონდი კი რეკორდულ ნიშნულზე (62.5 მილიონი ავსტრალიური დოლარი, რაც დაახლოებით 44.5 მილიონი ამერიკული დოლარის ტოლფასია) გახლავთ გასული და შარშანდელზე 14%-ით მეტია.
ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მიმდინარე რეიტინგში მისთვის უმაღლეს – მე-20 საფეხურზე იმყოფება, განთესილთა შორის იქნება და შეჯიბრში სავარაუდოდ მე-19 ნომრად ჩაებმება.
იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა 2 წრე გაიარა, მას მელბურნში საკმაო ქულები ექნება დასაცავი.
ნიკამ გასულ წელს ავსტრიელი ჯერალდ მელცერი 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა, ბელგიელ რუბენ ბემელმანსს 7:5, 6:1, 6:3 სძლია, მე-3 რაუნდში კი მომავალ ნახევარფინალისტ კაილ ედმუნდთან (დიდი ბრიტანეთი) 6:7 (0:7), 6:3, 6:4, 0:6, 5:7 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12443