ფეხბურთი

13:13 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "არაფერი მომხდარა, კარგად ვარ"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა კუჭ-ნაწლავის სისხლდენით ბუენოს აირესის საავადმყოფოში მოხვდა. თუმცა, ფეხბურთის უგვირგვინო მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა ჰოსპიტალი დატოვა და ამის შესახებ თავად დიეგო იტყობინება.

„მინდა მადლობა გითხრათ გამამხნევებელი წერილებისთვის, უმიზეზოდ შეშფოთდით. მინდა გითხრათ, რომ არაფერი მოხდარა და კარგად ვარ“, - დაწერა მარადონამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მარადონას საავადმყოფოში მოხვედრის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს არგენტინულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

0.113796