უელსის ეროვნული ნაკრების შემტევი გარეტ ბეილი მადრიდის "რეალს" ტრავმის გამო მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება. ბეილმა ფეხის დაზიანება "ვილიარეალთან" გამართულ ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში მიიღო და როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელს 10-დან 15 დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.
გარეტი "სოსიედადთან" და "ბეტისთან" შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბეილმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.