ფეხბურთი

19:59 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონია" გაძლიერდა

ესპანური „ვილიარეალის“ იტალიელი ფეხბურთელები ნიკოლა სანსონე და რობერტო სორიანო კარიერას „ბოლონიაში“ გააგრძელებენ. ამის შესახებ ემილიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია. სანსონეს ასევე უთამაშია „კროტონეს“, „პარმასა“ და „სასუოლოს“ რიგებში.

რაც შეეხება სორიანოს, 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის პირველი ნახევარი „ტორინოში“ გაატარა, ხოლო იქამდე „ემპოლისა“ და „სამპდორიას“ შემადგენლობიც უთამაშია.

0.116335