კალათბურთი

12:15 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენმა „გოლდენ სტეიტი“ ბოლო წამზე დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტი“ შინ „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ოკლენდელები ანგარიშით წინ იყვნენ. ბოლო წუთზე ჯეიმს ჰარდენმა სამქულიანი ჩააგდო ანგარიში 119:119 გახადა და ორვერტაიმი დაინიშნა. „მეომრები“ 134:132-ს იგებდნენ, თუმცა ერთი წამით ადრე ჯეიმს ჰარდენმა გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ჩააგდო და „ჰიუსტონმა“ 135:134 მოიგო. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულეს, 44 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა. სტეფ კარი 35 ქულით გამოირჩა.

„დენვერმა“ „საკრამენტო გასვლაზე 117:113 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დენვერელებმა 31:18 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა მარეიმ 36 ქულა ჩააგდო. ნიკოლა იოკიჩმა 26 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „დენვერი“ 25 მოგებით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

„სან ანტონიო“ – „ტორონტო“ 125:107 (38:19, 29:32, 29:24.29:32)

https://www.youtube.com/watch?v=kY6bD9kskwY

„საკრამენტო“ – „დენვერი“ 113:117 (30:30, 36:23, 18:31, 29:33)

https://www.youtube.com/watch?v=JGzo3oBQvQk

„გოლდენ სტეიტი“ – „ჰიუსტონი“ 134:135 (34:22, 36:31, 28:39, 21:27 ო.ტ. 15:16)

https://www.youtube.com/watch?v=ITfo-f6NiwM

0.115021