ფეხბურთი

2:04 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ პირველად დამარცხდა, საჩემპიონო ბრძოლა ისევ დაიძაბა

„სიტი“ – „ლივერპულის“ შეხვედრას, ზოგიერთი სეზონის მატჩს უწოდებდა. შესაძლოა, ეს სიმართლესთან ახლოც იყო. „ლივერპული,“ გამარჯვების შემთხვევაში, 10 ქულით დაშორდებოდა „ქალაქელებს,“ რაც უდიდეს ჰანდიკაპს ნიშნავდა. მარცხის შემთხვევაში კი სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდებოდა, რაც საჩემპიონო ბრძოლას ისევ საინტერესოს გახდიდა. ასეც მოხდა, „სიტიმ“ 2:1 გაიმარჯვა და ახლა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან იწყება.

მატჩის წინ მანჩესტერელთა მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ამბონდა, ეს შეხვედრა ჩვენთვის ფინალის ტოლფასიაო და მათალიც იყო. მერე თამაშის განმავლობაში ისეთი ცოფები ყარა, მსაჯმა კინაღამ ტრიბუნაზე გააძევა.

სიუჟეტი კი დაახლოებით ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა და მკაცრ პრესინგს მიმართვადა. აი, „ლივერპული“ კი ვერ იყო ისეთი ყოჩაღი, როგორიც ბოლო დროს გვახსოვს. ძალიან დიდი წუნი ჰქონდთ გადაცემებში, თითქოს ის შემართებაც აკლდათ, რითიც საერთოდ გამოირჩევიან ხოლმე.

პირველი ტაიმის მიწურულს კუნ აგუერომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, ახლოდან უძლიერესი დაურტყა ალისონს და ბადე კინაღამ გახია. საპასუხო, ფირმინომ 64-ე წუთზე შეაგდო და თითქოს შეხვედრა ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ მალევე უნიჭიერესი გერმანელის, ლეროი სანეს ინდივიდუალურმა ოსტატობამ თამაშის ბედი გადაწყვიტა.

კლოპმაც ბევრი ინერვიულა, მაგრამ თავის შეგირდებს, ან საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომ სათანადოდ ვერ მომართა გუნდი. „ეს ლივერპული“ არ იყო “ის ლივერპული,“ რომელსაც მიჩვეულნი ვართ.

„სიტისთვის“ კი ეს მატჩი გამარჯვების გარდა კიდევ ორი რამით გახლდათ გამორჩეული: ეს მოგება ოფიციალურად მე-100 გამოდგა პეპ გვარდიოლასთვის, „ქალაქელთა“ მწვრთნელის რანგში. შეგახსენებთ, რომ „სიტიმდე“ ის „ბარსელონას“ (179 მოგება) და „ბაიერნს“ (121 მოგება) მოძღვრავდა.

აგუერომ კი თავისი 250-ე გოლი გაიტანა ეროვნულ ჩემპიონატებში.

„ლივერპულმა“ წლევანდელ პრემიერლიგაში პირველად წააგო და ამისდაკვალად, 20 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც შეწყვიტა (17 გამარჯვება და 3 ფრე).

ინგლისი

პრემიერლიგა. 21-ე ტური. 1-3 იანვარი

სიტი - ლივერპული 2:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 511

1:0 აგუერო (40), 1:1 ფირმინო (64), 2:1 სანე (72)

სიტი: ედერსონი, კომპანი (ოტამენდი 88), დანილო, ლაპორტი (უოკერი 86), სტოუნზი, დავიდ სილვა (გიუნდოგანი 65), ფერნანდინიო, ბერნარდუ სილვა, აგუერო, სტერლინგი, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ლივერპული: ალისონი, ლოვერნი, ვან დეიკი, რობერტსონი, ალექსანდერ-არნოლდი, მილნერი (ფაბინიო 57), ვეინალდუმი (სტარიჯი 86), ჰენდერსონი, ფირმინო, სალაჰი, მანე (შაჩირი 77)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: კომპანი (31), ლაპორტი (45+2), ბერნარდუ სილვა (89), ედერსონი (90+5); ლოვრენი (20), ვეინალდუმი (38)

ევერტონი -ლესტერი 0:1

0:1 ვარდი (58)

არსენალი - ფულემი 4:1

1:0 ჯაკა (25), 2:0 ლაკაზეტი (55), 2:1 კამარა (69), 3:1 რემზი (79), 4:1 ობამეიანგი (83)

კარდიფი - ტოტენჰემი 0:3

0:1 კეინი (3), 0:2 ერიკსენი (12), 0:3 სონი (26)

ნიუკასლი - მანჩესტერი 0:2

0:1 ლუკაკუ (64), 0:2 რაშფორდი (80)

ვესტ ჰემი - ბრაიტონი 2:2

0:1 სტივენსი (56), 0:2 დაფი (58), 1:2, 2:2 არნაუტოვიჩი (66, 68)

ვულვზი - კრისტალ პალასი 0:2

0:1 აიუ (82), 0:2 მილივოევიჩი (90+4, პენ)

ჰადერსფილდი - ბარნლი 1:2

1:0 მუნიე (33), 1:1 ვუდი (40), 1:2 ბარნსი (73)

ჩელსი - საუთჰემპტონი 0:0

ბორნმუთი - უოტფორდი 3:3

0:1, 0:2 დინი (14, 27), 1:2 აკე (34), 2:2 უილსონი (37), 2:3 სემა (38), 3:3 ფრეიზერი (40)

0.113