ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer Awards-ის ვერსიით 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჯილდო პორტუგალიელმა დუბაიში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
„ჩემთვის საპატიოა ამ პრიზის მოგება. მადლობა ჩემს ოჯახს, შეყვარებულს, შვილებს, მეგობრებს“, - განაცხადა კრიშტიანუმ.
აქვე გეტყვით, რომ მეორე-მესამე ადგილებზე მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგები კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი გავიდნენ.