ფეხბურთი

0:18 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი და გვარდიოლა ერთმანეთს არ ეთანხმებიან

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის გამორჩეული მატჩი მანჩესტერში შედგება, სადაც „სიტი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ამ დროისთვის ლიდერი „ლივერპული“ მესამეადგილოსან „სიტის“ 7 ქულით უსწრებს და კარგი შანსი აქვს, რომ უპირატესობა გაზარდოს. „ქალაქელებს“ კი ქულათა სხვაობის შემცირების შესაძლებლობა აქვთ.

მატჩსიწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ლივერპული“ მსოფლიოში საუკეთესოა:

„ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლა, მაგრამ არა გადამწყვეტი. რეალურად აშკარაა, რომ 7 ქულით უკან ვართ, მაგრამ ახლა მხოლოდ მეორე წრის მეორე ტურია და ბევრი ქულა ჯერ კიდევ გასათამაშებელია. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი შანსია, რომ ჩამორჩენა შევამციროთ, მაგრამ ტიტულისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. „ლივერპული“ კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“, - განაცხადა გვარდიოლამ.

კომპოლიმენტებს კომპლიმენტებით უპასუხა იურგენ კლოპმა. გერმანელი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი არა „ლივერპული“, არამედ „სიტია“:

„მოვისმინე პეპის სიტყვები და ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. სწორედ ამის წყალობით მივაღწიეთ ამას, მოვიპოვეთ ეს ქულები და პირველ ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ.

მანჩესტერში ფავორიტის სტატუსით არ ჩავდივართ, ორი კვირის წინ მათზე უკან ვიყავით. ვემზადებით შესანიშნავი მატჩის ჩასატარებლად, ვიცით, რომ ურთულესი თამაში გველოდება, მაგრამ ერთი სული გვაქვს, რომ თამაში დაიწყოს.

„სიტი“ ძალიან ძლიერია, რომელსაც საოცარი მწვრთნელი ჰყავს. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში, რომელიც კი ოდესმე გვქონია. მოედანზე დიდი გამბედაობით და გამარჯვების სურვილით უნდა გავიდეთ, რადგან ჩვენი მეტოქე ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 3 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.

0.118