ფეხბურთი

14:54 | 2.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი "თავადებს" უახლოვდება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი გუნდს ტოვებს. ფრანგული მედიის ცნობით, 31 წლის ესპანელი ძალიან ახლოსაა „მონაკოში“ გადაბარგებასთან, თუმცა, ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ ფაბრეგასი ლონდონური ყოფით უკმაყოფილოა და კონტრაქტის ვადაზე 6 თვით ადრე გაწყვეტასაც ითხოვს. აქამდე მისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად იტალიური „მილანი“ სახელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, „თავადებმა“ უკეთესი პირობები შესთავაზეს.

საინტერესო, რომ „მონაკოს“ ტიერი ანრი წვრთნის, რომელიც ფაბრეგასის თანაგუნდელი ჯერ კიდევ ლონდონის „არსენალში“ იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ „მონაკო“ მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს და ლიგა 1-ის გასავარდნ ზონაში იმყოფება.

0.108282