ჩოგბურთი

16:00 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ტიტულს უახლოვდება.

მე-3 ნომრად განთესილი ქვაცაბაია მეოთხედფინალში მე-7 რეიტინგის მქონე ყაზახ ალექსანდრა გრინჩიშინას გაეჯიბრა და 6:4, 6:2 იმარჯვა.

ფინალის საგზურისთვის ქვაცაბაია უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ რუს მარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრება, მე-2 ნახევარფინალში კი რუსი ანასტასია რუდაკოვა (მე-4) და ყირგიზი კსენია პალკინა (მე-2) ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058398