უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ფეხბურთის 50 ტალანტს ეხება. ჩვენთვის გამოსარჩევია, რომ ჩამონათვალში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.
უეფას ოფიციალური საიტის განცხადებით, ეს არის 50 მომავლის ფეხბურთელი, რომელთაც 2019 წელს თვალი უნდა ვადევნოთ.
„შემტევი ნახევარმცველი სწრაფი და დიდი ტექნიკით. მას ზოგიერთები მეტსახელად „ქართველ კაკას“ უწოდებენ“, - წერს UEFA.COM-ი.
ჩაკვეტაძე ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა ჩამონათვალში, როგორებიც არიან: ნიკოლო ბარელა (იტალია), გედსონ ფერნანდესი (პორტუგალია), ამადუ ჰაიდარა (მალი), აჩრაფ ჰაკიმი (მაროკო), კაი ჰავერცი (გერმანია), ლუკა იოვიჩი (სერბეთი), ოზან კაბაკი (თურქეთი), ალბან ლაფონი (საფრანგეთი), ემილ აუდერო (იტალია), ანდრეი ლუნინი (უკრაინა), ნიკოლა მილენკოვიჩი (სერბეთი), ედერ მილიტაო (პორტუგალია), ჯეიდონ სანჩო (ინგლისი), ისმაილა სარი (სენეგალი), დაიო უპემეკანო (საფრანგეთი), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) და ნიკოლო ძანიოლო (იტალია).