საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ნიკამ ყატარში QATAR EXXONMOBIL OPEN-ის ტურნირის პირველ წრეში ესპანელი რამოს-ვინოლასი 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი იოლად მოიგო, თითქოს მეორე სეტში დაისვენა და მესამე პარტიაში ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ქართველმა 12 შესაძლებლობიდან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ესპანელმა 4-დან ორი.
ტურნირის 1/8-ფინალში ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 68-ე ნომერს რუს ანდრეი რუბლევს შეხვდება. ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს პირველად გაეჯიბრებიან. შეხვედრა 2 იანვარს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.