მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპაში საუკეთესო კლუბია.
"ჩვენ "ლივერპულის" კონკურენტები ვართ, ის ევროპის საუკეთესო კლუბია. ქულების კიდევ დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. თუ ქულებს კიდევ დავკარგავთ ამით ყველაფერი დამთავრდება"- განაცხადა გვარდიოლამ.
20 ტურის შემდეგ "ლივერპული" 54 ქულით პირველ ადგილზეა, "სიტი" 47 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.