იტალიის სერია A2-ის აღმოსავლეთ დივიზიონის მე-14 ტურში გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარი” ერთპიროვნულ ლიდერ “ბოლონიას” ესტუმრა და 65:80 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ჯანელიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 28 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიგამ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ქართველი ფორვარდის სარდინიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“დინამო კალიარის” 3 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო – მე-16 ადგილზე რჩება, მომდევნო თამაშს კი 6 იანვარს, შინ, “მონტეგრანაროსთან” ჩაატარებს.