ჭადრაკი

12:45 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საახალწლო ტურნირი ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა

ქართული გრან პრის ეტაპების მრავალგზის ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში გიგა ყუფარაძემ (2611) სახალწლო ღია ტურნირზე – “თბილისის მერიის თასი” ერთპიროვნულად იმარჯვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონმა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი, 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევრებს ერთი ქულით გაუსწრო.
7-7 ქულა მიითვალეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. სოფიო გვეტაძე (ქალთა შორის საუკეთესო, 2372), 3. ლუკა პაიჭაძე (2549), 4. ივერი ჭიღლაძე (2285).
ქალთა შორის დაწესებული სამი პრიზი შემდეგნაირად განაწილდა: 1. მაკა ფურცელაძე (2288), 2. ინგა ჭარხალაშვილი (2241), 3. ალექსანდრა ვახანია (2110).
სენიორთა შორის ორივე ასაკობრივ კატეგორიაში იყო დაწესებული სეციალური პრიზები:
50+ ქალი – ლიანა ბიბილაშვილი (1640); 50+ ვაჟი - გიორგი ბაგატუროვი (2402);
65+ ქალი - თამარ ხმიადაშვილი (1752); 65+ ვაჟები - გიორგი ბიბილაშვილი (2030);

0.174784