41 წლის ვინს კარტერი გახდა, ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, რომელმაც 20 და მეტი ქულა ჩააგდო.
"ატლანტა" "კლივლენდის" (111:108) მატჩში კარტერმა მეტოქეს 21 ქულა ჩაუგდო, რასაც 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიამატა. კარტერი არის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, აღნიშნულ ინფორმაციას Sportando ავრცელებს. ვინსი 41 წლის და 337 დღის არის.