ჩოგბურთი

21:48 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ახალი სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და წარმატებას მიაღწია.
კალაშნიკოვა და რუმინელი ირინა ბარა ჩინეთში, შენჟენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 750 ათასი დოლარი) ჩაებნენ და პირველ წრეში მონტენეგროელ დანკა კოვინიჩსა და რუს იანა სიზიკოვას 6:3, 6:1 სძლიეს.

თუ ვინ იქნება ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელების მეტოქე მეოთხედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-2 ნომრად განთესილი ჩინელები (პენგი-იანგი) ესპანელ გარსია პერესსა და რუს კუდერმეტოვას გაეჯიბრებიან.

0.121929