"ჰოფენჰაიმის" მცველი კევინ აკპოგუმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ჰანოვერში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ჰანოვერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აკპოგუმა "კარლსრუეს" აკადემიის აღზრდილია და "სოფლელებმა" 2013 წელს დაიმატეს. კევინი 2015/17 წლებში "დიუსელდორფში" თამაშობდა იჯარის წესით. მცველმა "ჰოფენჰაიმის" მაისურით 33 მატჩი აქვს ჩატარებული. აკპოგუმას გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.