ფეხბურთი

17:45 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზომ დაადასტურა - "მილანი" მურიელის იჯარაზე მუშაობს

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "სპალთან" მოგებული იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერი" "სევილიასთან" ლუის მურიელის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

მურიელი "სევილიამ" 2017 წელს "სამპდორიადან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მურიელი ანდალუსიელთა რიგებში საშუალოდ 42 წუთი თამაშობს და უთამაშებლობის ფაქტორის გათვალისწინებით "მილანს" შესაძლოა ტრანსფერი გაუადვილდეს.

0.114312