სუპერლიგის 2018 წლის თამაშები დასრულდა. მიმდინარე ჩემპიონატის მე-8 ტურის დარჩენილი 2 მატჩი დღეს ქუთაისსა და რუსთავში გაიმართა. იმერეთში სათამაშოდ “ბათუმი” ჩავიდა და უშანსოდ – 68:88 დამარცხდა, ხოლო რუსთავში გაცილებით დაძაბული მატჩი ჩატარდა, რომელშიც “კაკტუსმა” 5 ქული სხვაობით – 81:76 იმარჯვა.
რუსთავში გამართული შეხვედრა ორივე გუნდისთვის შანსი იყო, ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწიათ. “კაკტუსი” და “რუსთავი” მიმდინარე სუპერლიგის 2 გამოკვეთილი აუტსაიდერია, რომლებსაც ამ მატჩამდე თითო მოგება ჰქონდათ მოპოვებული.
რუსთაველები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა “კაკტუსი” არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეზე იერიში კოლო პერიოდში მიიტანა. დასკვნითი მეოთხედის წინ რუთაველები 5 ქულით იგებდნენ, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 5 ქულით დამარცხდნენ.
გამარჯვებულ “კაკტუსს” რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილმა გიორგი ტურძილაძემ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 21 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა კაკტუსელთა ახალბედა დელანო სპენსერმა, ნიკოლას ნილის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 16 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ისააკ ბენქსი. დარილ ბრაიანტის ანგარიშზე კი 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
8 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი “ქუთაისია”, რომელსაც 7 გამარჯვება აქვს. 6-6 მოგებით II-III ადგილებს ინაწილებენ “თსუ-ჰიუნდაი” და “დინამო”. “რუსთავი” სუპერლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია, რომელსაც 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს.
სუპერლიგა საშობაახალწლო პაუზის შემდეგ, ინვარში გაგრძელდება.
რუსთავი – კაკტუსი
სტატისტიკა: 76:81 ქუთაისი – ბათუმი
სტატისტიკა: 88:68 რეგულარული ჩემპიონატი
1. | ქუთაისი | 7/1 | 15 |
2. | თსუ-ჰიუნდაი | 6/2 | 14 |
3. | დინამო | 6/2 | 14 |
4. | ოლიმპი | 4/4 | 12 |
5. | მგზავრები | 4/4 | 12 |
6. | დელტა | 4/3 | 11 |
7. | შსს აკადემია ტიტები | 3/4 | 10 |
8. | კაკტუსი | 2/6 | 10 |
9. | ბათუმი | 2/6 | 10 |
10. | რუსთავი | 1/7 | 9 |
gbf.ge