ფეხბურთი

22:23 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარის ფაბრეგასის შენარჩუნება უნდა

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ პრესკონფერენციაზე საუბრისას სესკ ფაბრეგასის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და დაადასტურა, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა.

"ამ პოზიციაზე მხოლოდ სესკ ფაბრეგასი და ჟორჟინიო გვყავს, ასე რომ ჩემთვის სესკის არყოფნა პრობლემა იქნებოდა. მინდა დარჩეს, თუმცა არც მისი პოზიცია ვიცი და არც კლუბის ხელმძღვანელობის. ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ სესკი დარჩება და თუ წასვლას გადაწყვეტს, მის ნაცვლად სხვა უნდა ვიყიდოთ, რაც რთული იქნება." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ფაბრეგასს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული და პირველი იანვრიდან უფლება აქვს ნებისმიერ კლუბთან დაიწყოს მოლაპარაკება. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072019