ტურინის "იუვენტუსმა" "სამპდორია" სერია A-ს მე-19 ტურში 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 53 ქულა დაუგროვდა. აღნიშნული მაჩვენებლით "ბიანკონერმა" იტალიის ჩემპიონატის რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე საუკეთესო შედეგი პირველი წრის შემდეგ 52 ქულა იყო, რომელიც "იუვენტუსმა" 2005/06 და 2013/14 წლების სეზონში დააგროვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონატის მეორეადგილოსან "ნაპოლის" ჯერჯერობით 12 ქულით უსწრებს.