ჭადრაკი

16:15 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაცებში - დუბოვი, ქალებში – ჟუ
ქართველებმა სწრაფ ჭადრაკში ვერ იყოჩაღეს

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი), რომელშიც ქართველი მოჭადრაკეები მრავლად იყვნენ ჩართულნი.

კაცთა ტურნირის გამარჯვებული რუსი დანიილ დუბოვი (2723) გახდა, რომელმაც 15 ტურში 11.0 ქულა მოაგროვა და მეორე-მეოთხე ადგილებზე გასულ აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს (2786), ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასა (2844) და რუს ვლადისლავ არტემიევს (2812) ნახევარი ქულით გაუსწრო.
საქართველოს ნაკრების ლიდერებს – ბაადურ ჯობავასა (2718) და ივან ჩეპარინოვს (2697) აქტივში 9.5-9.5 ქულა ჰქონდათ და შესაბამისად, 27-ე და 28-ე ადგილები დაიკავეს.
მიხეილ მჭედლიშვილი (2637) 9.0 ქულით 51-ე იყო, ლევან ფანცულაია (2652) ასეთივე მონაგარით – 52-ე, ხოლო თორნიკე სანიკიძემ (2483) 7.0 ქულით 133-ე შედეგი აჩვენა.
ქალთა შორის სრულიად დამსახურებულად იმარჯვა ჩინელმა ვენჯუმ ჟუმ (2584), რომელმაც 12 ტურში 10.0 ქულა მიითვალა და მეორე-მესამე საფეხურებზე გასულ ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰსა (2402) და რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2477) ქულით აჯობა.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ (2431) აჩვენა, რომელმაც 8.0 ქულით მე-13 პოზიცია დაიკავა. დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: 36. ლელა ჯავახიშვილი (2388) – 7.0; 41. ნინო ბაციაშვილი (2382) – 7.0; 42. ნანა ძაგნიძე (2515) – 6.5; 46. ბელა ხოტენაშვილი (2428) – 6.5; 67. ნინო ხომერიკი (2248) – 6.0; 112. ქეთი წაწალაშვილი (2287) – 4.0;
დღეიდან სანკტ-პეტებურგშივე სტარტს აიღებს მსოფლიოს პირველობა ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი), რომელშიც გამარჯვებულთა ვინაობას 30 დეკემბერს შევიტყობთ.

0.117424