ქუთაისის „ტორპედომ“ გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და ვეტერანი შემტევი ქუთათურთა ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას იმერული გუნდის ვებგვერდი ავცრელებს.
36 წლის დოლიძემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.
„ტორპედოში“ გამოცდილი ნახევარმცველი 2016 წლიდან თამაშობს. იქამდე, 2010-2013 წლებშიც იცავდა ქუთაისელთა ღირსებას. სხვა და სხვა დროს კი, „შუქურას“, „ბაიას“, „დილას“, „სამტრედიასა“ და თბილისის „ამერის“ რიგებში უთამაშია.