ფეხბურთი

21:52 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

GFF AWARDS - გიორგი ჩაკვეტაძე 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
სფფ-მ 2018 წელი შეაჯამა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2018 წელი შეაჯამა და ტრადიციულად GFF AWARDS 2018-ზე წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

„გენტისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სოლომონ კვირკველიასა და ჯაბა კანკავასთან კონკურენციაში გაიმარჯვა.

საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია)

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ. ქალთა შორის საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გულნარა გაბელიას გადაეცა. მისი კონკურენტები კი ნინო პასიკაშვილი და ტატიანა მატვეევა იყვნენ.

საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“, ყაზახეთი)

საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

გიორგი ხარაიშვილი („გიოტებორგი“, შვედეთი)

გამოარჩიეს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ფეხბურთელებიც:

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე წარდგენილნი იყვნენ ბუდუ ზივზივაძე, ლეანდრო რიბეირო და გიორგი გაბედავა. გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად. საერთოდ, „ჩიხურას“ ფორვარდმა ბევრ ნომინაციაში გაიმარჯვა.

კოტე მახარაძის სახელობის სპეციალური პრიზი გაბედავას ერგო. ასევე დაჯილდოვდა, როგორც ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძესთან ერთად და გარდა ამისა, ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოც მოიპოვა.

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე

როინ კვასხვაძე („ტორპედო“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი

მამუკა კობახიძე („ტორპედო“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი

მათე ცინცაძე („ტორპედო“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი

გიორგი გაბედავა („ჩიხურა“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

ბუდუ ზივზივაძე(„დინამო“) და გიორგი გაბედავა („ჩიხურა“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი

ლეანდრო რიბეირო („დილა“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი

გიორგი ჭიაბრიშვილი („საბურთალო“)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

გიორგი გაბედავა („ჩიხურა“)

ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები

როინ კვასხვაძე („ტორპედო“); გიორგი რეხვიაშვილი („საბურთალო“), მამუკა კობახიძე („ტორპედო“), ალექსანდრ აზაცკი („ტორპედო“); ლეანდრო რიბეირო („დილა“), მათე ცინცაძე („ტორპედო“), გიორგი დიასამიძე („საბურთალო“), ვაგნერ გონსალვეში („საბურთალო“); მიკოლა კოვტალიუკი („დილა“), ბუდუ ზივზივაძე („დინამო თბილისი“), გიორგი გაბედავა („ჩიხურა“)

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი

ჯოვინო ფლამირიონი („დინამო ბათუმი“)

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი

გია გეგუჩაძე („დინამო ბათუმი)

გარდა ამისა, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის სპეციალური მედლებით დაჯილდოვდნენ 17 და 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელები:

ჩივაძის სახელობის ჯილდო 17 წლამდე ფეხბურთელებში:

ოქრო - ნიკა ტალახაძე („საბურთალო“)

ვერცხლი - ლაშა კვარაცხელია („დინამო თბილისი)

ბრინჯაო - ირაკლი აზაროვი („დინამო თბილისი)

ჩივაძის სახელობის ჯილდო 19 წლამდე ფეხბურთელებში:

ოქრო - ზურიკო დავითაშვილი („ლოკომოტივი“)

ვერცხლი - ხვიჩა კვარაცხელია („რუსთავი“)

ბრინჯაო - ლევან ხარაბაძე („დინამო თბილისი“)

2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი

გიორგი ყრუაშვილი

ფუტსალის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა“, რუსეთი)

ფუტსალის 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ეროვნული ნაკრები)

2018 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

სალომე გასვიანი (34 გოლი, „მართვე“)

ქალთა ლიგის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ნათია დანელია („ლანჩხუთი“)

2018 წლის საუკეთესო გოლი

ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო - ესტონეთი)

გარდა ამისა, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ვეტერანი ქართველი მწვრთნელი ნოდარ აკობია. ხოლო მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ზაურ კეკელიძე, რიჩარდ ოლუმოივა, გია მაისურაძე და ნუგზარ ნაცვლიშვილი.

დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გადამყვანმა ავია კომპანია MyWay Airlines-მა, რომელიც ეროვნული ნაკრების ჩარტერულ ფრენებს უზრუნველყოფს, წარმატებული თანამშრომლობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს სპეციალური პრიზი გადასცა.

და ბოლოს, ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ:

I ადგილი - გიორგი ჯავახაძე ( 3 000 ლარი)

II ადგილი - ელენე ადამაშვილი (2 000 ლარი)

III ადგილი - გიორგი ნებურიშვილი (1 000 ლარი)

0.134277