"ლივერპულს" ლონდონის "არსენალთან" შეხვედრაში ჯეიმს მილნერი, დომინიკ სოლანკე და ალბერტო მორენო ვერ დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
მიმდინარე სეზონში მილნერმა 22 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. მორენომ მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო სოლანკე პირველი გუნდის მაისურით მოედანზე არ გასულა. "არსენალის" და "ლივერპულის" დაპირისპირება 29 დეკემბერს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.