ფეხბურთი

22:15 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის დამატება სურს

საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების და "რენის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა, 17 წლის ლუკას და კუნიამ შესაძლოა კარიერა "დორტმუნდში" გააგრძელოს. როგორც Bild-ი იუწყება, გერმანული კლუბი მზადაა ტრანსფერში ხუთი მილიონი ევრო გადაიხადოს და ახალგაზრდა შემტევს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

და კუნიას "რენისთან" ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ჯერჯერობით პორტუგალიური ფესვების მქონე შემტევს პირველ გუნდში მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა საფრანგეთის 16, 17 და 18-წლამდელთა გუნდში 22 მატჩი გამართა და ექვსი გოლი გაიტანა.

0.11302