კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პიკე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას 2020 წლისთვის აპირებს, როდესაც მხოლოდ 33 წლის იქნება.
ამის მიზეზი კი „ბარსელონას“ პრეზიდენტობაა. პიკეს სურს, რომ „ბლაუგრანას“ საპრეზიდენტო არჩევნეში მიიიღოს მონაწილეობა, რომელიც 2021 წელს გაიმართება. ხოლო ერთი წლიანი პერიოდი კი უნდა, რომ მხარდამჭერთა მოსაპოვებლად გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ პიკემ ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა უკვე დაასრულა. „ბარსელონაში“ კი 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს. იქამდე, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „სარაგოსას“ რიგებში გამოდიოდა.