სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:51 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ალ შამალის” პირველი მარცხი

ყატარულმა “ალ შამალმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელები გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა.

ტურნირის სტარტზე მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, ქართველ ლეგიონერთა გუნდი ერთ-ერთ ფავორიტ “ალ სადს” გაეჯიბრა და 81:89 წააგო.
ცინცაძემ მოედანზე 40 წუთი გაატარა და 8 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბერიშვილი ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
მიშამ 2-დან 1 ორქულიანი და 9-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
უკვე ტრადიციულად, “ალ შამალის” ლიდერობა ადგილობრივმა მოჰამედ ჰარატიმ იკისრა, რომელმაც 33 ქულას, 20 მოხსნა და 4 პასი წაამატა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 51-ს (!) გაუტოლდა.
ქართველ ლეგიონერთა გუნდი 9-გუნდიან ჩემპიონატში მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 30 დეკემბერს, ისევ შინ, უახლოეს მდევარ “ალ გარაფასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112182