დომინიკელმა ფეხბურთელმა ჟუნიორ ფირპომ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, "სამეფო კლუბი" მზადაა მარცხენა გარემარბის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რეალი" ფირპოს მარსელოს შემცვლელად მოიაზრებს.
ჟუნიორმა კარიერა "პუერო მალაგუენოში" დაიწყო და "ბეტისის" 19-წლამდელთა გუნდს 2014 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში კი 2018 წლის იანვარში დააწინაურეს. მას შემდეგ დომინიკელმა ფეხბურთელმა სევილიური კლუბის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.