სააგენტო Transfermarkt-მა გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაზარდა, რის შემდეგაც ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიური “გენტის” ერთ-ერთი ლიდერი სექტემბერში 5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი, მისი ფასი ლამის გაორმაგდა და 9 მილიონს უწია.
შედეგად, 19 წლის ჩაკვეტაძე ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა, ასევე ლიდერია “გენტის” მოთამაშეთა შორის, მეექვსეა სრულიად ბელგიურ იუპილერ ლიგაში და მე-20 – 1999 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში.
აქვე იმ ქართველთა სიასაც გაგაცნობთ, რომელთა ღირებულება მილიონი და მეტი ევროა:
1. გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი”) – 9 მილიონი
2. სოლომონ კვირკველია (“ლოკომოტივი”) – 8 მილიონი
3. დავით ხოჭოლავა (შახტარი) – 3 მილიონი
4. გიორგი ქვილითაია (“გენტი”) – 3 მილიონი
5. ვაკო ყაზაიშვილი (“სან ხოსე”) – 2 მილიონი
6. გურამ კაშია (“სან ხოსე”) – 1.5 მილიონი
7. ჯიმი ტაბიძე (“უფა”) – 1.5 მილიონი
8. ვაკო გვილია (“ლუცერნი”) – 1.25 მილიონი
9. ჯაბა კანკავა (“ტობოლი”) – 1 მილიონი
10. გია გრიგალავა (“არსენალი”) – 1 მილიონი
11. ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”) – 1 მილიონი
12. ზაურ მახარაძე (“ზორია”) – 1 მილიონი
13. ოთარ კაკაბაძე (“ლუცერნი”) – 1 მილიონი
14. ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”) – 1 მილიონი