ფეხბურთი

12:15 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კუტალია “დინამოში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” 29 წლის შემტევი ლევან კუტალია შეუერთდა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის პრესსამსახურის ცნობით, მან კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კუტალიამ საფეხბურთო კარიერა ზუგდიდში დაიწყო, რის შემდეგაც რამდენიმე სეზონი ბოსნიურ “სლავიასა” და ზრინსკიში” გაატარა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, “ზუგდიდის”, “ზესტაფონის”, “შუქურას”, “მერანისა და “ტორპედოს” ღირსებას იცავდა.

0.107683