კალათბურთი

16:15 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” ყოფილი კალათბურთელი საუკეთესოდ აღიარეს

თბილისის “ვითას” ყოფილი კალათბურთელი პიერია ჰენრი, რომელიც ამჟამად ყაზანის “უნიკსის” ღირსებას იცავს, ევროთასის რეგულარული პირველობის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

25 წლის ჰენრის საშუალო მონაგარი 12.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 6.1 პასი და 1.7 ჩაჭრა იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.4-ს გაუტოლდა.
“უნიკსმა” რეგულარულ ჩემპიონატში ათიდან 9 მატჩი მოიგო და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ჰენრი “ვითაში” 2015 წელს ირიცხებოდა და ის მისი პირველი ევროპული კლუბი გახლდათ, შემდეგ კი, გერმანულ “ულმში”, ებრაულ “ჰაპოელ ეილათსა” და თურქულ “თოფაშში” თამაშიც მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119862