ფორვარდები იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”) და პოლ ჯორჯი (“ოკლაჰომა სიტი”) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
წინა კვირაში ორივე რჩეულის გუნდმა ოთხიდან სამივე მატჩი მოიგო. ანტეტოკოუნმპოს საშუალო მონაგარი 24.0 ქულა, 10.3 მოხსნა და 5.3 პასი იყო, ხოლო ჯორჯი საშუალოდ 35.3 ქულას, 11.3 მოხსნასა და 5.0 პასს აგროვებდა.