ფეხბურთი

12:48 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეტორი: „თუ ანრი ახლა „მონაკოს“ დატოვებს, მის სამწვრთნელო კარიერას ბოლო მოეღება“

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, ჟან-ლუკ ეტორიმ, რომელსაც 600-ზე მეტი მატჩი უთამაშია „მონაკოში,“ კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან.

„ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობამ იჩქარა მთავარი მწვრთნელის, ლეონარდუ ჟარდიმის დათხოვნა და ტიერი ანრის მიწვევა. ზოგადად, ანრი კარგი არჩევანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის სიტუაციაში ვერ გაერკვა. მისმა თანაშემწეებმა კი საფრანგეთის ჩემპიონატის შესახებ არაფერი იციან.

ანრი მართლაც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მაგრამ ეს მისთვის სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს. ახლა მის შესაძლო გადადგომაზე დაიწყო საუბარი და მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომა იქნება. თუ ტიერი ახლა „მონაკოს“ დატოვებს, მის კარიერას ბოლო მოეღება.“ - უთხრა ეტორიმ goal.com-ს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში, 19 ტურის შემდეგ, „მონაკო“ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

0.135673