მსოფლიოს ნომერ 26-ე ჩოგბურთელი, ფრანგი 32 წლის რიშარ გასკე ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას lequipe.fr ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გასკეს საზარდულის ტრავმა აწუხებს. ფრანგი კორტზე დაბრუნებას თებერვლის თვეში მონპელიეს ტურნირზე გეგმავს. ავსტრალიის ღია პირველობაზე გასკეს ჰუგო უმბერი ჩაანაცვლებს.
ავსტრალიის ღია პირველობა 14-27 იანვარს გაიმართება.