პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში "ევერტონი" შინ "ტოტენჰემთან" 2:6 დამარცხდა. ლივერპულელთა კარში ორი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა. რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ერთი და იმავე გუნდს მინიმუმ ორი გოლი გაუტანა. კეინმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა აქამდე ჰარის "ევერტონისთვის" ზედიზედ სამ შეხვედრში ჰქონდა ორი გოლი გატანილი.
სანამ კეინი საფეხბურთო კარიერას დაიწყებდა, ამ მაჩვენებლით საუკეთესო მაიკლ ოუენი იყო, რომელმაც "ნიუკასლის" კარი ზედიზედ ორ შეხვედრაში ორ-ორი გოლით დალაშქრა.
პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" "ევერტონს" ოთხივე მოუგო. ბოლო ოთხ მატჩში კეინი კი მეტოქეს თითო შეხვედრაში ორ გოლს უტანს.
"ტოტენჰემი" - "ევერტონი" 3:2 - 2017 წელი
"ევერტონი" - "ტოტენჰემი" 0:3 - 2017
"ტოტენჰემი" - "ევერტონი" 4:0 - 2018
"ევერტონი" - "ტოტენჰემი" 2:6 - 2018