კალათბურთი

11:42 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მეომრებმა“ მძიმე ბრძოლაში მოიგეს, „კლიპერსმა“ რეკორდი დაამყარა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თერთმეტი შეხვედრა გაიმართა.

დღის ცენტრალური შეხვედრა ოკლენდში გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ „კლიპერსი“ 129:127 დაამარცხა. „კლიპერსმა“ ნბა-ს რეკორდი დაამყარა, პირველ ტაიმში 16-დან 13 სამქულიანი ჩააგდო, რაც საუკეთესო შედეგია. საბოლოო ჯამში ლოს ანჯელესელებმა 23-დან 18 სამქულიანი მოათავსეს კალათში. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე ანგარიში 127:127 იყო, სტეფ კარი ბურთი მიიღო, მეტოქის სამწამიანში შევიდა და გადამწყვეტი 2-ქულიანი ჩააგდო. მატჩში ყველაზე მეტი 42 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. კევინ დურანტს 35 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა. „კლიპერსში“ 32 ქულით ჰარისი გამოირჩა.

„ლეიკერსი“ შინ „მემფისთან“ 99:107 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „დათვებმა“ 35:24 მოიგეს. „მემფისში“ 27 ქულით ჯექსონი გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა 22 ქულა და 14 მოხსნა.

„ოკლაჰომა“ „მინესოტას“ დაუპირისპირდა და 112:114 დამარცხდა. ბოლო წამზე პოლ ჯორჯმა მატჩის მოსაგებად სამქულიანი გაუშვა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. პოლ ჯორჯს 31 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. „მინესოტაში“ უიგინსი 30 ქულით გამოირჩა.

„ბოსტონმა“ საკუთარ დარბაზში „შარლოტ ჰორნეტსი“ 119:103 დაამარცხა. ბოსტონელები მატჩის სტარტევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში მაიკლ ჯორდანის გუნდი მდევრის როლში გახლდათ. 25 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა.

„დეტროიტი“ – „ატლანტა“ 5:98 (21:28, 22:29, 23:22, 29:19)

https://www.youtube.com/watch?v=dej_-xLeJ4w

„ინდიანა“ – „ვაშინგტონი“ 105:89 (27:25, 26:21, 31:18, 21:25)

https://www.youtube.com/watch?v=WzCZ1Ze8Qo0

„ბოსტონი“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 119:103 (29:26, 39:21, 26:20, 25:36)

https://www.youtube.com/watch?v=PykXlpDEres

„ბრუკლინი“ – „ფინიქსი“ 111:103 (38:31, 25:25, 28:18, 20:29)

https://www.youtube.com/watch?v=CVdaJif1gfk

„კლივლენდი“ – „ჩიკაგო“ 92:112 (29:28, 30:26, 15:30, 18:28)

https://www.youtube.com/watch?v=P7TgD70bVmM

„ორლანდო“ – „მაიამი“ 91:115 (17:28, 27:25, 27:37, 20:25)

https://www.youtube.com/watch?v=pD2zR7xP3Es

„საკრამენტო“ – „ნიუ ორლეანი“ 122:117 (25:36, 33:33, 28:27, 36:21)

https://www.youtube.com/watch?v=CV7Yau5hHsc

„ოკლაჰომა“ – „მინესოტა“ 112:114 (25:35, 38:18, 17:33, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=UbU-RneKWhc

„გოლდენ სტეიტი“ – „კლიპერსი“ 129:127 (36:36, 31:35, 36:23, 26:33)

https://www.youtube.com/watch?v=DADJS4_5hXQ

„პორტლენდი“ – „დალასი“ 121:118 (25:27, 37:25, 26:28, 19:27, 14:11)

https://www.youtube.com/watch?v=rKLD9w_w4nE

„ლეიკერსი“ – „მემფისი“ 99:107 (20:26, 26:24, 29:22, 24:35)

https://www.youtube.com/watch?v=A2LVDdbkz7Q

თეგებინბა
0.124609