კვირას, ესპანური პრიმერას მე-17 ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართა და ამით წლევანდელი პროგრამა ამოიწურა. ტურის ბოლო მატჩს მადრიდის „რეალი“ „ვილიარეალთან“ 3 იანვარს ჩაატარებს. მიზეზი საპატიოა - „სამეფო კლუბი“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდა და საემიროებიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.
კვირას კი, ორმა გუნდმა დამატებულ დროში იხეირა. ასე, ვალენსიელმა კრისტიანო პიჩინიმ „უესკას“ 94-ე წუთზე გაუტანა გამარჯვებისა. სევილიელმა ვისამ ბენ-იედერმა კი პირველ წამატებულ წუთზე გადაარჩინა ანდალუზიელები მარცხს.
ამ შეხვედრაში კიდევ ერთი აღსანიშნავი ამბავი მოხდა. პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე, „სევილია“ კაცნაკლული დარჩა. მიზეზი? გასახდელში მიმავალი ფეხბურთელებიდან, ერთ-ერთს, ფრანკო ვასკესს, არბიტრ ალეხანდრო ერნანდესისთვის უგინებია. მოხსენებაში მსაჯს ასე ჩაუწერია: ვასკესმა გათახსირებული მიწოდა და წითელი ბარათიც ამად ვუჩვენეო - წერს Marca.
მიუხედავად ამისა, „სევილია“ ცხრილში მესამე ადგილზე რჩება და ხუთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას.
ესპანეთი
პრიმერა. მე-17 ტური. 23 დეკემბერი
ვალენსია - უესკა 2:1
1:0 პარეხო (25), 1:1 კუჩო (72, პენ), 2:1 პიჩინი (90+4)
ლეგანესი - სევილია 1:1
1:0 ვესგა (5), 1:1 ბენ-იედერი (90+1)
გძევება: ვასკესი (45+1)
რაიო ვალეკანო - ლევანტე 2:1
1:0 ტონიო (23, საკ. კარში), 1:1 როჩინა (60), 2:1 დე ტომასი (67)