რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესი” შინარ კედლებში ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-A ჯგუფის ლიდერ “ეასოს” დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში 79:80 წააგო.
17 წლის ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:06 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
რატიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს, სტუმრად, “ვალე დე ეგუესთან” გამართავს.