ფეხბურთი

11:45 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად გარეტ ბეილი დაასახელეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული ფიფას 2018 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი დაასახელეს. უელსელმა ტურნირზე სამი გოლი გაიტანა და ოქროს ბურთი გადაეცა.

აღნიშნულ ნომინაციაში მეორე ადგილზე "ალ აინის" ბრაზილიელი ფეხბურთელი კაიო გავიდა, ხოლო მესამეზე - "რივერ პლეიტის" მოთამაშე რაფაელ სანტოს ბორე. ფეირ პლეის პრინციპების დაცვისთვის კი მადრიდის "რეალი" დააჯილდოეს.

ესპანურმა კლუბმა ზედიზედ მესამედ შეძლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება, სულ კი "რეალმა" აღნიშნულ ტურნირზე მეოთხედ იმარჯვა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.

0.137341