საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა განაცხადა, რომ მწვრთნელობა მის გეგმებში არ შედის. პირესის ყოფილმა თანაგუნდელებმა ტიერი ანრიმ და პატრიკ ვიეირამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყეს, თუმცა რობერი მათ გზას არ დაადგება.
"მწვრთნელობა? არა. დიდებული საქმეა, თუმცა ძალიან რთულია, რადგან ყველაფერზე უნდა იფიქრო. "არსენალის" ელჩობით და ფრანგულ ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობით ბედნიერი ვარ და ოჯახთან ბევრ დროს ვატარებ. კარიერის შემდეგ რთულია გამონახო შესაფერისი საქმე, ჩემთვის კი ამჟამინდელი ცხოვრება სრულყოფილია." - განუცხადა Soccer AM-ს პირესმა.